პროგრამების ადმინისტრირების სამსახური (PAO) საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული სამსახურია. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #94 დადგენილების შესაბამისად PAO პასუხისმგებელია საჯარო სამსახურების დაძმობილების, TAIEX-ის და SIGMA-ს პროგრამების საერთო კოორდინაციაზე, მის ფუნქციებში ასევე შედის შესაბამის სამინისტროებსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობა. |